Apply SDSU


"სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას 2017 სასწავლო წლისთვის. შეავსეთ ელექტრონული განაცხადი 16 იანვრამდე და მოიპოვეთ პირობითი ჩარიცხვისა და 100%-მდე თანადაფინანსების შანსი!მიიღეთ ამერიკული განათლება და დიპლომი საქართველოში!"


   ვინაიდან სან დიეგოს უნივერსიტეტში სწავლის ყოველწლიური საფასური არცისე მცირეა, ის გვაძლევს შანს ჩვენი ცოდნით მოვიპოვოთ შიდა დაფინანსება და მივიღოთ დასტური პირობითი ჩარიცხვის შესახებ.
ამისთვის აუცილებელია 16 იანვრამდე უნივერსიტეტის ოფიციალ ვებ-გვერდზე შევავსოთ ელექტრონული განაცხადი.
განაცხადის ფორმაზე გადასავლელი ლინკი
გვერდზე გადასვლის შემდეგ ნახავთ წესებს რომელსაც ამ ფორმის შევსებით ეთანხმებით და შემდეგ უშუალოდ შესავსებ ველებს:

(ამ ველებს დეტალურად აღარ განვიხილავ რადგან იმდენად საბაზისო ცოდნას მოითხოვს თუ მათი შევსება გიჭირთ აჯობებს შეეშვათ, უბრალოდ ხაზს გავუსვამ მხოლოდ სპეციფიკურს)


  • Contact Information - საკონტაქტო ინფორმაცია, შეავსებთ თქვენს მონაცემებს
  • Degree Information - აქ უნდა აირჩიოთ თუ რომელ პროგრამაზე აპირებთ ჩაბარებას (ქიმია-ბიოქიმია, კომპიუტერული ინჟინერია, ელექტრული ინჟინერია, კომპიუტერული მეცნიერებები, სამოქალაქო ინჟინერია, სამშენებლო ინჟინერია). ასევე სან დიეგოს რომელი პარტნიორი ქართული უნივერსიტეტი (თსუ, ილიას ან ტექნიკური უნივერსიტეტი)
  • Information about Academic Progress - ინფორმაცია თქვენი აკადემიური პროგრესის შესახებ, კერძოდ სკოლის X, XI და XII-კლასის პირველი სემესტრის ნიშნების ცხრილი ქართულად და ნოტარიულად დამოწმებული ინგლისურენოვანი ვარიანტი. აღნიშნული ინფორმაცია დალუქული კონვერტით უნდა იქნას გაგზავნილი სან დიეგოს საქართველოს ოფისში მისამართზე:     SDSU-Georgia
    San Diego State University
    5 Merab Kostava Street, 3rd Floor
    Tbilisi 0108, Georgia                                                                                                                       
  • Statement of Purpose - უნდა დაწეროთ მაქსიმუმ 500 სიტყვიანი ესე საიტზე აღნიშნული სტრუქტურით და უნდა ატვირთოთ საიტზე.
  • Awards - მოუთითეთ იმ შემთხვევაში თუ გავთ რაიმე მიღწევა, სიგელი, დიპლომი ბოლო ორი წლის განმავლობაში STEM საგნებში (პირველ, მეორე ან მესამე ადგილზე გასვლის შემთხვევაში)
  • Recommendations - ორი ან სამი პიროვნების სახელი, გვარი, კავშირი და საკონტაქტო ინფორმაცია, ვინც საჭიროების შემთხვევაში გაგიწევთ რეკომენდაციას
  • Interview- შესაძლოა დაგინიშნონ ინტერვიუ რექტორთან
ამით მრთავდება ფინანსური დახმარება (დაახლოებით 70%მდე დაფინანსებისათვის). ამის შემდგომი (საბოლოო Disadvantaged Status) ველის შევსების შემთხვევაში კი გეძლევათ 100% დაფინანსების შანსი, გამომდინარე იქედან, რომ ეს მხოლოდ უნდა შეავსონ სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე აპლიკანტებმა.

ამ ყველაფრის შევსების შემდგომ უნდა გაგზავნოთ თქვენი აპლიკაცია Submit- ღილაკზე დაჭერით. თქვენი ინფორმაციის განხილვის შემდგომ თქვენ ასევე მოგთხოვენ ფინანსური ფორმის შევსებას, რომელიც შეგიძლიათ ახლავე გადმოწეროთ აქედან და წინასწარ შეავსოთ. (როცა მოგწერენ ამის შესახებ მზად გექნებათ და მოთხოვნილ ემაილზე გადაუგზავნით). 

ამ ყველაფრით აპლიკაციის შევსება მრთავდება და შემდგომში უნდა დაელოდოთ პასუხს უნივერსიტეტიდან პირობითი ჩარიცხვისა და დაფინანსების შესახებ.

ნებისმიერი შეკითხვა შეგიძლიათ დაწეროთ კომენტარებში. 

გისურვებთ წარმატებებს!
საერთაშორისო განათლების ცენტრი - ბათუმი

No comments:

Post a Comment